Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის სოლომონის კუნძულების პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის თაობაზე

2025 წლის 10 აპრილს, სოლომონის კუნძულებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით . კანბერა, ავსტრალია) სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში პირველი ვიზიტისას, გაცნობითი შეხვედრა გამართა სოლომონის კუნძულების პარლამენტის სპიკერთან, მის აღმატებულება ჯონ პატესონ ოტისთან.

შეხვედრისას, საქართველოს ელჩს შესაძლებლობა მიეცა სოლომონის კუნძულების პარლამენტის სპიკერისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თაობაზე, საქართველოს და სოლომონის კუნძულებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის მიმართულებებზე, ასევე, ყურადღება გაემახვილებინა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის დიალოგის და თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.