Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ავსტრალიის გენერალ გუბერნატორთან შეხვედრის თაობაზე

2024 წლის 23 ივლისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის გაცნობით შეხვედრაში ავსტრალიის თანამეგობრობის ახალ გენერალ-გუბერნატორთან სემ მოსტინთან.
 
საქართველოს ელჩმა ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორს საქართველოს სახელმწიფოს სახელით მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატებები და ხაზი გაუსვა საქართველო-ავსტრალიის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.