ინფორმაცია მელბურნის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შესახებ
2023 წლის 14 ნოემბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი და საელჩოს მრჩეველი ვახტანგ მაკარიძე ეწვივნენ მელბურნის უნივერსიტეტს. გაიმართა შეხვედრა ხელოვნების ფაკულტეტის მესვეურებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
შეხვედრისას განხილულ იქნა მელბურნის უნივერსიტეტს და საქართველოს საელჩოს შორის თანამშრომლობის შესაძლებობები და გეგმები ავსტრალიაში საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოსაჩენად.