Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის გაცნობითი შეხვედრა ქ. სიდნეის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან

2023 წლის 8 აპრილს, ავსტრალიის თანამეგობრობის სამხრეთ უელსის შტატში საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ქ. სიდნეიში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის გაცნობითი შეხვედრა სიდნეიში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან. ელჩმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების, ასევე, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებში საქართველოს პრიორიტეტების თაობაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს საელჩოს და ავსტრალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაძლიერების აუცილებლობას და ისაუბრა დიასპორული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანშეწონილობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მიმდინარე დიასპორულ პროგრამებზე, რომლითაც სარგებლობა ავსტრალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.