Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია ავსტრალიელ სენატორთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2023 წლის 16 ნოემბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა გამართა შეხვედრა ავსტრალიის პარლამენტში სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ვაჭრობის საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლეიბორისტული პარტიის სენატორთან ვიქტორიის შტატიდან, ბატონ რაფ ჩიკონესთან.

 

 

საქართველოს ელჩმა ავსტრალიელ სენატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსთან, მის საგარეო პოლიტიკასთან და არსებულ გამოწვევებთან, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან - აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.

 

 

ხაზი გაესვა საქართველოს და ავსტრალიას შორის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კონტაქტების მეშვეობით.

 

 

საქართველოს ელჩმა ვიქტორიის შტატის სენატორს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია მელბურნის უნივერსიტეტის გრძელვადიანი პროექტის შესახებ საქართველოში არქეოლოგიური კვლევების განხრით, ასევე, ისაუბრა საქართველოს და ავსტრალიას შორის მეცნიერების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებთან და დადებით პერსპექტივებთან დაკავშირებით.