ინფორმაცია ავსტრალიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიების შესახებ
2024 წლის 20 ივლისს, საქართველოს და ავსტრალიის რაგბის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის დღეს, სიდნეიში, ალიანს სტადიონზე, ავსტრალიის რაგბის კავშირის მიერ მიწვეული ოფიციალური პირებისა და სტუმრებისთვის, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ხელშეწყობით ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები წარმოადგინა ავსტრალიაში მოქმედმა, ქართული ღვინის და სხვა ქართული პროდუქტების იმპორტიორმა კომპანიამ ‘’თამადა“ ( www.tamada.com.au ).