ინფორმაცია საქართველოს ელჩის ავსტრალიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 12 აპრილს, ავსტრალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ავსტრალიის ექსპორტის საბჭოს თანაორგანიზებით, ქ. სიდნეიში გაიმართა საქართველოს ელჩის ბექა დვალის შეხვედრა ავსტრალიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. კერძოდ, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, აგრობიზნესის, სხვადასხვა სახის წარმოების და სერვისების სფეროში მოღვაწე ავსტრალიური კომპანიები. მათ შორის, შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში უკვე მოღვაწე ავსტრალიელი ბიზნესმენები.
შეხვედრისას, დამსწრეთ მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, საინვესტიციო გარემოს, ექსპორტ-იმპორტის არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების შესახებ.