ინფორმაცია კანბერის მუზეუმის და გალერეის წარმომადგენლებთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ
2025 წლის 4 აპრილს, კანბერას მუზეუმსა და გალერეაში საქართველოს ელჩს ბექა დვალს უმასპინძლეს ავსტრალიის კულტურის დაწესებულებების კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გორდონ რამზიმ, კანბერის მუზეუმისა და გალერეის დირექტორმა, დოქტორმა ანა ვონგმა (Dr Anna Wong) და სოციალური ისტორიის უფროსმა კურატორმა ვირჯინია რინგმა (Virginia Rigney).
შეხვედრის ფარგლებში, ელჩის მიერ მუზეუმის ექსპონატებისა და საქმიანობის მიმართულებების გაცნობასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუზეუმსა და საქართველოს საელჩოს შორის თანამშრომლობის შესაძლო მოდალობებს, ავსტრალიის დედაქალაქში საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის წარმოსაჩენად.