Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მიერ სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შესახებ

2025 წლის 16 აპრილს, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით კანბერა, ავსტრალია), სამოას დედაქალაქ აპიაში რწმუნებათა სიგელი გადასცა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს, მის უმაღლესობა ფიოგა ტუიმალეალიფინო ვალეტო ეტი სუალაუვი II-.

რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, საქართველოს ელჩმა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას კვლავაც გააძლიეროს სამოასთან მეგობრული ურთიერთობები და გააღრმავოს თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

სამოას სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის - იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის 2010 წლიდან არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების მყარი საფუძველია.