ინფორმაცია ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის კონფერენციაზე საქართველოს ელჩის დასწრების შესახებ
2023 წლის 17-19 აგვისტოს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქვინსლენდის შტატის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ბრიზბენს, სადაც დიპლომატიური დამკვირვებლის სტატუსით, დაესწრო ავსტრალიის მმართველი, ლეიბორისტული პარტიის 49-ე პარტიულ კონფერენციას.
ზემოაღნიშნული ღონისძიების მსვლელობისას, ელჩს შესაძლებლობა მიეცა დაკვირვებოდა ავსტრალიისთვის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო პოლიტიკური თემების განხილვას ლეიბორისტული პარტიის დელეგატების მიერ და დაემყარებინა ახალი კონტაქტები ავსტრალიის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.
2023 წლის 19 აგვისტო
კანბერა