ინფორმაცია ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ
2023 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა კანბერაში საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ავსტრალიის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის“ (ASPI) წარმომადგენელს, გამოცემა „The Strategist“-ის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ბრენდან ნიკოლსონს.
საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიას და თანამედროვეობას, ეკონომიკურ პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) დაკავშირებულ პრობლემატიკას და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად.