საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს რწმუნებათა სიგელები გადასცა

13 სექტემბერს საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულება პიტერ ქოსგროუს. ცერემონია მთავრობის სახლში გაიმართა და მას ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, აგრეთვე, ელჩის მეუღლე და საქართველოს საელჩოს დიპლომატები დაესწრნენ.

სიგელების გადაცემის შემდეგ გენერალ-გუბერნატორსა და ელჩს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-გუბერნატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.