საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუმისთვის ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგ მოქალაქეობაზე დადებული ე.წ. შეთანხმების სარატიფიკაციოდ წარდგენასთან დაკავშირებით

“საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.“-განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა მარი ნარჩემაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

 “რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას  ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, როგორც  საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯს და  ჰიბრიდულ ინსტრუმენტს.

საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას და ერთიანია რუსეთის ფედერაციის მიერ  ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის დაგმობასა და ზოგადად  ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯების მიმართ“-განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.