დღეს დილით, ახალი ზელანდიის სიახლოვეს მომხდარი 8.1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, ქვეყნის კრიზისების მართვის უწყების მიერ გაცემულ იქნა გაფრთხილება ახალი ზელანდიის სანაპიროებზე ცუნამის საშიშროებასთან დაკავშირებით.
ხსენებულის გათვალისწინებით, ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ დაბლობი და გაერიდონ ცუნამის პოტენციურ ზონებს.
ცუნამის გაფრთხილება არის გაცემული ქ. ოკლენდის სანაპიროებზე მცხოვრებ მოსახლეობაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მასშტაბით ევაკუაცია ამ დროისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს, წყლის შესაძლო ძლიერი და არაპროგნოზირებადი დინებების გამო, სანაპიროებზე და ნავსადგურებზე მოქალაქეების ყოფნა არ არის რეკომენდირებული.
ახალი ზელანდიის კრიზისების მართვის უწყების რეკომენდაციით:
- ცუნამის საშიშროებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცის მიღების მიზნით, უსმინეთ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს (რადიო/ტელევიზია/სოციალური მედია);
- თვალყური ადევნეთ ეროვნული თავდაცვის უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს;
- თავი აარიდეთ წყალთან (ზღვა, მდინარეები) მიახლოებას;
- არ მიუახლოვდეთ სანაპიროებს.
გთხოვთ, თვალყური ადევნოთ და დაემორჩილოთ ახალი ზელანდიის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემულ რეგულაციებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.civildefence.govt.nz/
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219