ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 22 იანვრიდან, ავსტრალიაში ჩამომავალ მგზავრებს მოეთხოვებათ 72 საათით ადრე ჩატარებული COVID-19 უარყოფითი PCR ტესტის ადგილზე წარდგენა, რაც ინგლისურ ენაზე უნდა იყოს დოკუმენტირებული.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://www.health.gov.au/news/health-alerts/novel-coronavirus-2019-ncov-health-alert/coronavirus-covid-19-restrictions/coronavirus-covid-19-advice-for-international-travellers/coronavirus-covid-19-frequently-asked-questions-international-travellers
ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 25 იანვრიდან, ახალ ზელანდიაში ჩამსვლელ ყველა მგზავრს მოეთხოვება 72 საათით ადრე ჩატარებული COVID-19 უარყოფითი ტესტის წარდგენა, რაც ინგლისურ ენაზე უნდა იყოს დოკუმენტირებული. ამასთან, 2021 წლის 8 თებერვლიდან, ხსენებული რეგულაციის დამრღვევი პირები, დაჯარიმდებიან ფულადი ჯარიმით. ხსენებული რეგულაცია არ ეხება ახალ ზელანდიაში ავსტრალიიდან, ანტარქტიდიდან და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოებიდან მომავალ მგზავრებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
https://www.beehive.govt.nz/release/pre-departure-testing-extended-all-passengers-new-zealand
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეშვება (გამონაკლისების გარდა), ამ ეტაპზე, კვლავ არ არის ნებადართული.