საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბრისბენში მცხოვრებ თანამემამულეთა საყურადღებოდ!

ქუინსლენდის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ქ. ბრისბენი 3 დღიან ე.წ. lockdown-ზე გადადის.

დღეს, 8 იანვრის 18:00 საათიდან - 11 იანვრის 18:00 საათამდე, ქ. ბრისბენის რეზიდენტებს მოეთხოვებათ სახლში დარჩენა.

ქ. ბრისბენის 3 დღიანი ე.წ. lockdown გულისხმობს:

 - იზღუდება სახლიდან გასვლა (სახლის დატოვება შესაძლებელია გადაუდებელი საჭიროების მიზნებისთვის);

 - სავალდებულო ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება;

 - იზღუდება ქორწილებსა და დაკრძალვებზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

 - წყდება ნებისმიერ სპორტული, თუ კულტურული ღონისძიება.

ქ. ბრისბენში რადიკალური შემზღუდავი ზომების დაწესება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ადგილზე, დიდ ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამი იქნა აღმოჩენილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ

https://www.covid19.qld.gov.au/

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს.  

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219