საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ოფიციალური ვიზიტი ქუინსლენდის შტატში

2020 წლის 8-10 დეკემბერს, საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქუინსლენდის შტატში (ქ. ბრისბენი). ვიზიტის ფარგლებში,  ელჩმა შეხვედრები გამართა ქუინსლენდის შტატის გუბერნატორთან, პოლ დე ჯერსისთან. ამასთან, შეხვედრა გაიმართა შტატის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ჯოსეფ კელისთან და ქ. ბრისბენის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ენდრიუ ვაინსთან. ელჩი, ასევე შეხვდა ოპოზიციის ლიდერის მოადგილეს და ქუინსლენდის შტატის პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის ოფისის ოფიციალურ პირებს.

ქ. ბრისბენში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა, ასევე, ქუინსლენდის შტატის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოში.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუინსლენდის შტატთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრებზე, ელჩმა, ავსტრალიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საინვესტიციო გარემოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. ავსტრალიური მხრიდან დაფიქსირდა საქართველოსთან კავშირების განმტკიცების სურვილი.