ქ. ოკლენდში აღმოჩენილი COVID-19 შემთხვევების და ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 12 აგვისტოს შუადღიდან ახალი ზელანდია ბრუნდება განგაშის მე-3 დონეზე, რომელიც ქ. ოკლენდში 3 დღის განმავლობაში, 14 აგვისტოს შუადღემდე შენარჩუნდება.
ქ. ოკლენდისგან განსხვავებით, ახალი ზელანდიის სხვა რეგიონები და ქალაქები გადადიან განგაშის მე-2 დონეზე.
გთხოვთ, თვალყური ადევნოთ და დაემორჩილოთ ახალი ზელანდიის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემულ რეგულაციებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://covid19.govt.nz/covid-19/restrictions/auckland/
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219