ვიქტორიის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაურესების გამო, შტატის მასშტაბით გამოცხადებულია „უბედურების მდგომარეობა“ (State of Disaster).
COVID-19 სწრაფად გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 2 აგვისტოდან, ქ. მელბურნში მოქმედებს მე-4 ფაზით გათვალისწინებული შეზღუდვები.
კორონავირუსის შეზღუდვების უმკაცრეს, მე-4 ფაზაზე:
- ქ. მელბურნში ამოქმედებულია კომენდანტის საათი საღამოს 8 სთ-დან დილის 5 სთ-მდე;
- სურსათისა და მედიკამენტების შეძენის მიზნით სახლების დატოვება შესაძლებელია მხოლოდ დღეში ერთხელ (თითო ადამიანი ოჯახიდან);
- სავარჯიშოდ სახლის დატოვება ნებადართულია დღეში ერთხელ, ერთი საათით, საცხოვრებლიდან მაქსიმუმ 5 კმ რადიუსში;
- სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გადადიან ონლაინ რეჟიმში სწავლებაზე.
2020 წლის 5 აგვისტოდან, COVID-19 მე-3 ფაზით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდება ვიქტორიის რეგიონებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.dhhs.vic.gov.au/updated-restrictions-announcement-2-august-covid-19
საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის რეგულაციებს.
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219