ვიქტორიის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქ. მელბურნში COVID-19-ის მე-3 ფაზით გათვალისწინებული შეზღუდვები დაბრუნდა, რაც სრულ კარანტინს მოიცავს. შეზღუდვების განხორციელება 8 ივლისის 11:59 საათიდან დაიწყება და 6 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
კორონავირუსის შეზღუდვების მე-3 ფაზაზე:
- ქ. მელბურნის რეზიდენტებს სახლების დატოვება მხოლოდ სურსათის შესაძენად, ჯანდაცვის მიზნით, სამუშოდ/სასწავლებლად (თუ ამის გაკეთება სახლიდან შეუძლებელია) და სავარჯიშოდ შეეძლებათ;
- იკრძალება სახლებში სტუმრების მიღება;
- ღია სივრცეში ნებადართულია მაქსიმუმ 2 პირის შეკრება;
- იზღუდება ქორწილებსა და დაკრძალვებზე პირების დასწრების რაოდენობა;
- იკრძალება კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში მომხმარებლების მიღება. ხსენებული დაწესებულებები მხოლოდ ე.წ. take away პრინციპით იმუშავებენ;
- იკრძალება 6 კვირის განმავლობაში დასვენების მიზნით მოგზაურობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.dhhs.vic.gov.au/updates/coronavirus-covid-19/statement-premier
მე-3 ფაზით გათვალისწინებული კარანტინის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გასული 24 საათის განმავლობაში ვიქტორიის შტატში კორონავირუსის ყველაზე დიდი რაოდენობა, 191 ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი.
საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მიერ გაცემულ რეგულაციებს.
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219