საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ახალ ზელანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის (COVID-19) საკარანტინო ღონისძიებების შემსუბუქების ფარგლებში, 8 ივნისის 23:59 სთ-დან ახალი ზელანდია განგაშის პირველ დონეზე გადავიდა.

განგაშის პირველ დონეზე:

·         მოხსნილია კორონავირუსით აქამდე დაწესებული სოციალური შეზღუდვები;

·         მოქალაქეებს, შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ სამუშაო ადგილებზე, სასწავლო დაწესებულებებში და ა.შ. დაბრუნება, ასევე, ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილება/მოგზაურობა;

·         ძალაში რჩება მკაცრი სასაზღვრო რეგულაციები, შესაბამისად, ახალ ზელანდიაში დაბრუნებულ მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს, კვლავ მოეთხოვებათ 14 დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია.

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ახალი ზელანდიის მთავრობა მოქალაქეებს ჰიგიენის შესაბამისი ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. ასევე, რეკომენდირებულია კორონავირუსის სპეციალური აპლიკაციის “NZ COVID Tracer app” აქტიურად მოხმარება.  

პირველი დონით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://uniteforrecovery.govt.nz/covid-19/covid-19-alert-system/alert-level-1/

https://www.health.govt.nz/our-work/diseases-and-conditions/covid-19-novel-coronavirus/covid-19-current-situation/health-and-disability-services-alert-level-1

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ გაცემულ რეგულაციებს.   გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!

  საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219