საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
„სამინისტრომ წარმატებით გაართვა თავი სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანას - პანდემიის დროს დახმარება აღმოეჩინა უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის “ - დავით ზალკალიანი
„მსოფლიო მასშტაბით პანდემიის პერიოდში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას - უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას და ადგილზე მათ დახმარებას - საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ყველა შესაბამის უწყებასთან მჭიდრო კოორდინაციით, წარმატებით გაართვა თავი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„დღეის მონაცემებით, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 12,477 მოქალაქე. ეს რაოდენობა, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა მაქსიმუმი, რათა სამშობლოში ეტაპობრივად და თანმიმდევრულად დაბრუნებულიყო ყველა ის მოქალაქე, რომელიც კრიზისის პერიოდში სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა. 3 თვის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნდა: 483 ქრონიკული დაავადების მქონე პირი; 34 შშმ პირი; 102 ორსული ქალბატონი; 435 მცირეწლოვანი; 259 ხანდაზმული; 794 სტუდენტი; 173 ონკოპაციენტი; 90 ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი და 1118 ტრანზიტული მგზავრი.
„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იყო განსაზღვრული შესაბამისი ფრენა და ჩვენ აშშ-დან ორგანიზებულად დავაბრუნეთ ჩვენი ახალგაზრდები და სტუდენტები“ - აღნიშნა მინისტრმა სტუდენტების დაბრუნების საკითხზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, მთლიანად, ამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, შესრულდა 74 ჩარტერული რეისი: „ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მსოფლიოს წინაშე COVID-19-ის პრობლემა არ იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად შეფასებული, ჩვენ დავიწყეთ საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა. განხორციელდა რამდენიმე სპეციალური რეისი, მათ შორის, ჩინეთიდან, უჰანის პროვინციიდან, ასევე ორი რეისი რომიდან. სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც საგანგებო სიტუაცია სრულდება, სპეციალურ რეისებს ვასრულებთ რეისით რომი-თბილისის მიმართულებით, რომელიც დღეს განხორციელდება და ჩვენს 180-მდე მოქალაქეს დააბრუნებს სამშობლოში. ვფიქრობ, ის გამოხმაურება, რომელიც გვაქვს მოქალაქეებისგან, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პროცესი იყო უაღრესად წარმატებული“ - თქვა მინისტრმა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი