კორონავირუსის (COVID-19) საკარანტინო ღონისძიებების შემსუბუქების ფარგლებში, 13 მაისის 23:59 სთ-დან ახალი ზელანდია განგაშის მე-2 დონეზე გადადის.
განგაშის მე-2 დონეზე:
- მოქალაქეებს კვლავ მოეთხოვებათ 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვა;
- ნარჩუნდება რეკომენდაცია შესაძლებლობის ფარგლებში სახლში დარჩენაზე;
- ფიზიკური დისტანციის ნორმების დაცვით, 14 მაისიდან აღდგება სავაჭრო ცენტრების, კაფეების, რესტორნების, მაღაზიებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების, ასევე, საბავშვო სათამაშო მოედნებისა და სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება;
- 18 მაისიდან განახლდება სკოლების მუშაობა;
- 21 მაისიდან აღდგება ბარების ფუნქციონირება (ფიზიკური დისტანციის ნორმების დაცვით);
- განგაშის მეორე დონით გათვალისწინებული შეზღუდვები, მთავრობის მიერ 2 კვირაში გადაიხედება.
მე-2 დონით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://covid19.govt.nz/alert-system/alert-level-2/
საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ გაცემულ რეგულაციებს. გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219