საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება წყნარი ოკეანის სამხრეთში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს, აპრილის დასაწყისში, წყნარი ოკეანის სამხრეთში ტროპიკული ქარიშხალის „Cyclone Harold“ შედეგად გამოწვეული ადამიანური დანაკარგებისა და მასშტაბური ნგრევის გამო.

ქარიშხალს უდიდესი მატერიალური ზარალის გარდა, სოლომონის კუნძულებზე, ვანუატუს რესპუბლიკასა და ფიჯის რესპუბლიკაში მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი. ქარიშხალმა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზიანი მოუტანა ტონგის სამეფოსაც.

სამინისტრო თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას გამოხატავს აღნიშნული სახელმწიფოების ხელისუფლებებისა და მოსახლეობის მიმართ.