საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გრძელდება ინტენსიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების საკითხზე - დავით ზალკალიანი

„დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებით კიდევ 2 ახალი რეისის დანიშვნაზე შემდეგი მიმართულებით:

30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი- მადრიდი-თბილისის მიმართულებით, 2 მაისს კი თბილისი - პრაღა-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის ორი ახალი რეისი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ სამშობლოში.“ - ამის შესახებ, დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“აჭარის მთავრობასთან ერთად მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ, ერბილში, ერაყში საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით და მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი, გამომდინარე იქიდან რომ სახ მელეთო გზით გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ სახმელეთო საზღვრები, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე დაბრუნდეს სპეცრეისით და მასთან ერთად ასევე დაბრუნდებიან მისი ახლობლები, ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას.“- განაცხადა მინისტრმა.

როგორც უკვე ცნობილია, უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგი:
14 აპრილს ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი, 16 აპრილს - პარიზიდან, 18 აპრილს - თელ-ავივიდან, 21 აპრილს - რომიდან, 24 აპრილს - ბარსელონიდან, 27 აპრილს - ვარშავიდან.

აღსანიშნავია, რომ 13 აპრილის  მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს - 4051 მოქალაქეს,
სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა - 5540 მოქალაქე.