საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ახალ ზელანდიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა

კორონავირუსის (COVID-19) მასიური გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ 2020 წლის 19 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

შეზღუდვები შეეხება ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა ახალი ზელანდიის მოქალაქისა, მუდმივი ბინადრობის მქონე პირისა და მისი ახლო ოჯახის წევრისა (მათი მოქალაქეობის მიუხედავად).

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ახალ ზელანდიაში შევლის შეზღუდვა 2020 წლის 19 მარტს, ადგილობრივი დროით 11:59 სთ-ზე ამოქმედდება. ხსენებული გადაწყვეტილების გადახედვა 14 დღის შემდეგ მოხდება.  

კვლავ ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან ახალ ზელანდიაში დაბრუნებულ მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს მოეთხოვებათ სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.immigration.govt.nz/about-us/covid-19/coronavirus-update-inz-response?fbclid=IwAR3S7-XEmGQpyHaS95ipOc4YUpDBoK1nXMSsfiEB6wuEyTLI5K8wkTPRyqk