საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ყურადღება! განცხადება COVID-19 გავრცელების პრევენციული ზომების ფარგლებში, ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიაში მგზავრობასთან დაკავშირებით გამკაცრებულ რეგულაციებზე

ავსტრალია:

ავსტრალიის ფედერალური მთავრობის 15 მარტის გადაწყვეტილებით, უცხოეთიდან ავსტრალიაში ჩამოსულ ნებისმიერ პირს მოეთხოვება სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია. ახალი რეგულაცია ძალაშია 15 მარტის შუაღამიდან (ადგილობრივი დროით).

საერთაშორისო საკრუიზო გემებს 30 დღის ვადით ეკრძალებათ ავსტრალიის პორტების გამოყენება.

16 მარტიდან, ავსტრალიის მასშტაბით აკრძალულია მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები 500-ზე მეტი პირის მონაწილეობით.

ავსტრალიის მთავრობა, მოსახლეობას,  „სოციალური დისტანციის“ (მაგალითად, ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავება) დაცვისკენ მოუწოდებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.health.gov.au/news/health-alerts/novel-coronavirus-2019-ncov-health-alert

https://www.homeaffairs.gov.au/news-media/current-alerts

 

ახალი ზელანდია:

ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოეთიდან ახალ ზელანდიაში ჩასულ ნებისმიერ პირს, გარდა სამხრეთ წყნარი ოკეანის სახელმწიფოებისა, მოეთხოვება ახალი ზელანდიის „ჯანდაცვის ხაზზე" დარეგისტრირება და 14 დღიანი თვითიზოლაცია.

ახალი ზელანდიის „ჯანდაცვის ხაზი": +64 800 358 5453.

თვითიზოლაცია მოეთხოვებათ არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ახალი ზელანდიის მოქალაქეებს და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებსაც.

ხსენებული რეგულაცია კვირას, 15 მარტს ადგილობრივი დროით 23:59 ამოქმედდება და ამ ეტაპისთვის 16 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.

ამასობაში, კვლავ ძალაში რჩება 2 მარტის შეზღუდვა, რომლითაც ჩინეთის ძირითადი ტერიტორიიდან და ირანიდან ჩასული მგზავრები არ დაიშვებიან ახალ ზელანდიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.health.govt.nz/our-work/diseases-and-conditions/covid-19-novel-coronavirus/covid-19-novel-coronavirus-health-advice-general-public/covid-19-novel-coronavirus-countries-and-areas-concern

 

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ და გაითვალისწინონ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მთავრობების მიერ გაცემული რეკომენდაციები!  

გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!

  საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219