07.03.2020, ქ. ადელაიდა - სამხრეთ ავსტრალიის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. ადელაიდაში მცხოვრებ თანამემამულეებთან.
შეხვედრაზე დამსწრეებს ინფორმაცია მიეწოდათ დიასპორულ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეების კავშირების გაღრმავებას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.