საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც დიდწილად ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებს.
ანგარიშის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოების რეგულარული ინფორმირება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების თაობაზე.
„რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში მომზადდა ინგლისურ ენაზე და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.