საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მრგვალი მაგიდა საქართველოს შესახებ ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის „სტრატეგიული და თავდაცვის სწავლებათა ცენტრში“

02.12.2019 - საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის „სტრატეგიული და თავდაცვის სწავლებათა ცენტრში“, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა. მრგვალი მაგიდა ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოსა და „სტრატეგიული და თავდაცვის სწავლებათა ცენტრის“ თანა-ორგანიზებით შედგა და მას ავსტრალიელი  პოლიტიკური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და მათი გავლენა საქართველოსა და რეგიონზე. ამავე კონტექსტში, ელჩმა, ავსტრალიელ ექსპერტებს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის უკანონო პროვოკაციულ ქმედებებზე. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.