საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტს შორის მაღალი დონის ორმხრივი დიალოგი
საქართველოს
მხრიდან
დელეგაციას
ხელმძღვანელობდა
აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე
, ავსტრალიის
მხრიდან
დელეგაციას ხელმძღვანელობდა
დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსი, სტივენ ბარაკლაფი.
მხარეებს შორის დიალოგის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ავსტრალიის თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. შეხვედრებზე მოხდა აზრთა გაცვლა კავკასიისა და ოკეანეთის რეგიონებში, აგრეთვე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით.
ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას და ამ კონტექსტში მაღალი დონის ვიზიტების განხორცილების მნიშვნელობას, მათ შორის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფების გაცვლითი ვიზიტების ორგანიზებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურება წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. საქართველოს დელეგაცია ეკონომიკურ სფეროში მიღწევებსა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე პრეზენტაციით წარსდგა. დაფიქსირდა ორმხრივი მზადყოფნა, ხელი შეეწყოს ავსტრალიაში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების, ასევე ტურიზმის პოპულარიზაციას.
აღინიშნა თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობა, ისეთი მნიშვნელოვან მიმართულებებზეც, როგორიცაა განათლება და სოფლის მეურნეობა. მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ამ კუთხით პირდაპირი კონტაქტების დამყარების აუცილებლობას.
განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები, ურთიერთქმედება საერთაშორისო ორგანიზაციებში. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ავსტრალიურ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებებისა და ამჟამად განვითარებული მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, ავსტრალიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი