საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ვიზიტი ვიქტორიის შტატში

2019 წლის 30 ოქტომბერს, ვიქტორიის შტატში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, შეხვედრები გამართა ქ. მელბურნის მერთან, სალი ქეფთან, ვიქტორიის შტატის პარლამენტის წევრთან, მოქალაქეობისა და მრავალმხრივი კულტურული ურთიერთობების საკითხებში ჩრდილოვან მინისტრთან, ნილ ანგუსთან და ვიქტორიის შტატის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან, მარკ სთოუნთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიქტორიის შტატთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას. ელჩმა, ასევე, ავსტრალიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე. 

ავსტრალიური მხრიდან დაფიქსირდა საქართველოსთან კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების გამოკვეთილი სურვილი. მხარეები მიესალმნენ ავსტრალიელი ტურისტების საქართველოსადმი მზარდ ინტერესს, რაც ბოლო წლებში საგრძნობლად შესამჩნევია.