2019 წლის 23 ოქტომბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ANU Film Group-ის მხარდაჭერით, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში ქართველი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის მხატვრული ფილმის „ნამე“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, აკადემიური წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის კინო-კლუბის წევრები.
ფილმის დაწყებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ქართული კინოს მდიდარ ისტორიაზე და მის მიღწევებზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის ნაირსახეობის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების თანა-სპონსორი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელიანი ველი“.