საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის 2019 წლის 12 სექტემბრის განცხადებაზე
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი
-
რომელიც წარმოადგენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს
-არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ვინმეს -
მით უმეტეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების
- წინააღმდეგ. პირიქით, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება არის მშვიდობისა და განვითარების გარანტია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის პარალელურად, საქართველო ურყევად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას: სრულად შევასრულეთ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება;
არაერთხელ დავადასტურეთ ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება; კონსტრუქციულად ვართ ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში და ყველაფერს ვაკეთებთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.
ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციის და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ადგილი აქვს სრულიად საპირისპირო განზრახვებსა და პროვოკაციულ ქმედებებს: არ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაცია,
საოკუპაციო ხაზზე აღიმართება მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები უხეშად ილახება ადგილობრივ მაცხოვრებელთა უფლებები და თავისუფლებები იკეტება ე.წ. გადასასვლელები, რაც იზოლაციაში ამყოფებს მოსახლეობას და მწვავე ჰუმანიტარული პრობლემებით ცდილობენ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას.
ასეთი ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე“ საუბარი არის ცინიზმი და მიზნად ისახავს დღეს არსებული მძიმე სიტუაციისგან ფოკუსის გადატანას სხვა განზომილებებზე, უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის დაფარვას და პასუხისმგებლობის გადატანას რეალური კონტროლის განმახორციელებელი ძალიდან მის საოკუპაციო რეჟიმებზე.
ამავე მიზანს - საოკუპაციო რეჟიმების ერთგვარი ლეგიტიმაციისა და მათზე პასუხისმგებლობის გადატანას ემსახურება ე.წ. არჩევნების ჩატარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, რომლებსაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის პირობებში, ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.“
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი