საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა
ევროკავშირის ანგარიში 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ
, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.
დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში „Good Human Rights Stories”, რომლის ოფიციალური წარდგენა მოხდა 2018 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების კვირეულის ფარგლებში და რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.
დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მხრივ გადადგმული კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის დანაშაულის, მათ შორის არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგის განხორციელებას.
დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს ტერორიზმთან ბრძოლაში ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან.
ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, ანგარიშში ხაზგასმულია, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაცია. ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვას, რაც პროკურორებსა და მოსამართლეებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ამასთან, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა და პატიმრობის ისეთი ალტერნატიული ფორმა, როგორიც არის შინაპატიმრობა.
დემოკრატიული მმართველობის კონტექსტში, ანგარიშში აღნიშნულია „პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისათვის“ ევროკავშირის საპილოტე პროგრამის წარმატებული განხორციელება მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ 2018 წლის მაისში საქართველოში განხორციელებული ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი