საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
09.06.2019 თბილისი-საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება. ამავდროულად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, კონტროლს და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი