საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
ნაკისრი ვალდებულებების სრული და უპირობო შესრულება საერთაშორისო თანამეგობრობამ მთავარ პრიორიტეტად უნდა აქციოს - დავით ზალკალიანი
18.05.2019
ქ. ჰელსინკი - „2019
წელს
ევროპის
საბჭო 70
წლის
იუბილეს
აღნიშნავს.
ეს
უნიკალური
სისტემა
პატარა
ქვეყნებს
დიდ
ქვეყნებთან
ათანაბრებს
და
ევროპის
მოქალაქეებს
თავიანთი
ფუნდამენტური
უფლებების
დაცვის
თანაბარ
შესაძლებლობებს
სთავაზობს. 2019
წელი
საქართველოსთვისაც
გამორჩეულია,
რადგან 20
წლის
წინ
საქართველო
ევროპის
საბჭოში
გაწევრიანდა,
რითაც
მან
პროგრესის
გზა
აირჩია
და
დაამტკიცა,
რომ
დემოკრატიული
განვითარების
სურვილს
წინ
ვერაფერი
აღუდგება“ -
ამ
სიტყვებით
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
მინისტრმა
დავით
ზალკალიანმა
ევროპის
საბჭოს
მინისტრთა
კომიტეტის 129-
ე
სხდომის
მონაწილეებს
მიმართა.
მისი თქმით, ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და აღმავალი გზით მიმავალ ქვეყნად ჩამოყალიბდა, თუმცა ის ჯერ კიდევ საფრთხეების წინაშე დგას.
კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით, კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას. ოკუპირებულ რეგიონებში ყოველდღიურად ირღვევა მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ფუნდამენტური უფლებები. სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებამ ყოველგვარი ღირებულება დაკარგა და დაუსჯელობის სინდრომმა ფესვი მყარად გაიდგა. ამ კონტექსტში, მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასტიკად მოკლული საქართველოს მოქალაქეები გაიხსენა: „გასული წლის მინისტერიალზე საქართველომ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობათა საკითხი დააყენა. მაგრამ ამ ტრაგიკულ სიას ბოლო არ უჩანს! მას ახლახან საქართველოს მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია დაემატა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მოქმედ რუსულ ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა“.
როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ერთიან საერთაშორისო ძალისხმევას, ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულ კონტექსტში, ევროპის საბჭო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისა და „საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღებისთვის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა.
„ჩვენ, წევრი სახელმწიფოები, წინ უნდა აღვუდგეთ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს და არ დავუშვათ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა“ - დასძინა მან და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წვდომას უზრუნველყოფენ.
„ნაკისრი ვალდებულებების სრული და უპირობოდ შესრულება საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტად უნდა აქციოს“ - ხაზგასმით განაცხადა ზანკალიანმა და რუსეთს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან თავისი სამხედრო შენაერთების გაყვანისკენ მოუწოდა.
ზალკალიანმა რუსეთთან მიმართებაში ევროპის საბჭოს წევრთა ერთიანი პოზიციისა და ძალისხმევის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მყარ პოზიციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანქციების არსებული სისტემის სასარგებლოდ, რაც წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს წევრი ქვეყნების მხრიდან დარღვევების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, მინისტერიალისთვის მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად არ დაუჭირა მხარი.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებული სანქციები ეფექტიანი და მართებული ზომაა და საქართველო ახალი სისტემის ამოქმედებას, ვერ დაეთანხმება. „დღეს როდესაც კრიტიკულ გზაჯვარედინზე ვდგავართ, გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთო პოზიციის შენარჩუნებასა და ერთიან ძალისხმევას ენიჭება. როდესაც საქმე პრინციპებსა და ღირებულებებს ეხება, ნებისმიერი დათმობა დაასუსტებდა ორგანიზაციას და ხელს შეუწყობდა ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც 70 წლის წინ ევროპის საბჭო დაეფუძნა“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო სწორედ აღნიშნული პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და მტკიცედ დამცველია.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 129-ე სხდომა 2019 წლის 17 მაისს, ქ. ჰელსინკში გაიმართა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი