საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ - სტაჟირების კონკურსი

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: canberra.emb@mfa.gov.ge

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) გასაუბრება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი; დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; კრიტიკული აზროვნებისა და მოვლენათა ანალიზის უნარი (სასურველია ფლობდეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ცოდნას); შესაბამისი ტექნიკური უნარ-ჩვევები.

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (canberra.emb@mfa.gov.ge) უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ)დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე - 28 Kareelah Vista, O’Malley Canberra, ACT 2606

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის განცხადებების გადარჩევის/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.    

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +61 (02) 6162 0125/25

ელ-ფოსტა: canberra.emb@mfa.gov.ge

(იხ. სტაჟირების გავლის წესი)