საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვია
15.03.2019 - საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, რალფ რეგენვანუმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. რალფ რეგენვანუ ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
“მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვანუატუ ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. მთავარი მიზანი ამ ვიზიტისა გახლავთ ის, რომ, უკეთ გავეცნოთ საქართველოს წინაშე არსებულ საკითხებს, ხელი შევუწყოთ ვანუატუსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, არამხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზე.
საოკუპაციო ხაზის მონახულება დაგვეხმარება გავაცნობიეროთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს ამ რეგიონში. ჩემთვის, როგორც ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა. როდესაც ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე იქნება საუბარი, მე მექნება ზუსტი წარმოდგენა არსებული მდგომარეობის შესახებ.
ვანუატუ ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2011 წელს გვყავდა მინისტრი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა. ჩემი აზრით, ის გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მისი ეს გადაწყვეტილება არ იყო სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია.
ამ ფაქტის შემდეგ, ვანუატუმ ძალიან მალევე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და აღიარება უკან გაიწვია.“- აღნიშნა რალფ რეგენვანუმ.
საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ, რალფ რეგენვანუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან. დელეგაციის წევრები მოინახულებენ იუსტიციის სახლს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს და ადგილზე გაეცნობიან უწყებების საქმიანობის სპეციფიკას.
ვიზიტის ფარგლებში, 14 მარტს, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი