საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი: ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ვანუატუს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორმხრივი პოლიტიკური  კონსულტაციების ფარგლებში გაგრძელდება აქტიური დიალოგი ვანუატუსა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განსაზღვრის მიზნით.
 
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვანუატუს რესპუბლიკასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და გამოთქვამთ მზადყოფნას გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი.“-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.  
 
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ვანუატუს მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ.

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ვანუატუს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მადლიერი ვართ, რომ ვანუატუს რესპუბლიკა ურყევად ატარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით. გვჯერა, რომ ვანუატუს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.  
 
თავის მხრივ, ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  რალფ რეგენვანუმ დაინტერესება გამოთქვა საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარების კუთხით.
 
განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები. ამ კუთხით ხაზი გაესვა, წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების ფორუმის (PIF) ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„საქართველოს მთავრობა ვანუატუს განიხილავს როგორც უაღრესად მნიშვნელოვან ქვეყნას სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში. შესაბამისად, მივიჩნევთ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ კარგი შესაძლებლობები ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. განვიხილეთ დარგობრივ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. მხარეები ვთანხმდებით, რომ გავაგრძელებთ ინტენსიურ დიალოგს თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განსაზღვრის მიზნით.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა
 
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ვანუატუს მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ.
 
თავის მხრივ, ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბატონმა რალფ რეგენვანუმ დაინტერესება გამოთქვა საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარების კუთხით.
 
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  რალფ რეგენვანუს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
 
დელეგაციის წევრები  ეწვევიან საოკუპაციო ხაზს, იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს.