საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
Georgia expands its diplomatic presence
12.03.2019 თბილისი - მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ორი ახალი საელჩოს გახსნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააჟღერა. მინისტრის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს საელჩოები გაიხსნება.
„როგორც პრემიერ მინისტრმა გააკეთა განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გახსნას ახალი საელჩოები. ჩვენ ყოველწლიურად ვაფართოებთ ჩვენი გადაფარვის ზონებს და შერჩეული ქვეყნები გამომდინარეობს იმ პრიორიტეტებიდან, რომელიც ჩვენ ქვეყანას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გააჩნია.“
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ პრიორიტეტული მიმართულებებიდან გამომდინარეობს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტით არის გაწერილი და რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება.
„იცით თქვენ რომ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რაც ასევე განხილულ იქნა ელჩების კონფერენციაზე და რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება, განსაზღვრავს ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტს და სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა ორი ქვეყანა სადაც გაიხსნება საელჩოები. ესენია: არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვიეტნამი.“
მინისტრმა ასევე განმარტა ის კონკრეტული მიზნები, რომლებიც ახალი საელჩოების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.
“ემირატები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი საქართველოში და ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა ამ ქვეყნის მხრიდან, არის მზარდი დაინტერესება როგორც ტურიზმის გაზრდის თვალსაზრისით, ისე პირდაპირი მიმოსვლის გაზრდის კუთხით. ხოლო ვიეტნამი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც მზარდი ეკონომიკური დინამიკით გამოირჩევა. ჩვენი მიზანი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, რაც შეიძლება მეტი ტვირთების მოზიდვაა აზიის რეგიონიდან და სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ეს საელჩოები. ამრიგად ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენ საგარეო პოლიტიკას არა მარტო ძირითად პარტნიორებთან ურთიერთობების კუთხით, არამედ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების კუთხითაც და ამ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.“ -
განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი