საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გილოცავთ, ქართული პარლამენტარიზმი 100 წლისაა!

„ხელმწიფობა ეკუთვნის მთელ ერს, პარლამენტი ახორციელებს ერის ხელმწიფობას“ -ჩანაწერი საქართველოს დამფუძნებელთა კრების (1919-1921 წწ პარლამენტის) მიერ მიღებულ კონსტიტუციაში.

გილოცავთ, ქართული პარლამენტარიზმი 100 წლისაა!


ზუსტად 100 წლის წინ - 1919 წლის 12 მარტს პირველად შეიკრიბა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც თავისი შემადგნელობით, შინაარსით და ორწლიანი საქმიანობით, მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ეპოქის მსოფლიო დემოკრატიაში.

ექვსი პარტია, ექვსი დამოუკიდებელი ფრაქციით; ხუთი პარლამენტარი ქალით კრებაში (მათ შორის ერთი მუსლიმანური რელოგიური მრწამსით), კონსტიტუცია, რომელიც წინ უსწრებდა იმ დროის მსოფლიოს სამართლებრივ და იურიდიულ პრინციპებს, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის გამიჯვნა, ხელისუფლების სამი შტოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერის უზრუნველყოფა და ბევრი სხვა ფაქტორით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება იქცა საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის უნიკალურ მაგალითად და მოდელად.

ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, ქართული დემოკრატიის ისტორიული საფუძველი! სწორედ ამ სულისკვეთებაზე დგას დღესაც ქართული სახელმწიფო - ცივლიურ ერთა და სახელწმიფოთა ღირსეული წევრი!