საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ფიჯის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

26.02.2019 ქ.ჟენევა- საქართველოს საგარეო საქმეთა ნისტრმა ქ.ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფიჯის პრემიერ-მინისტრთან ფრანკ ბაინიმარამასთან. ხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის წყნარი ოკეანის აუზის ქვეყენბთან თანამშრმლობის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა ფიჯის განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ურთიერთობას წყნარი ოკეანის კუნძულები ფორუმთან, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ისეთი გლობალური საკითხების განსახილველად და გამოცდილების გაზიარების კუთით, როგორიც არის კლიმატის ცვლილებები, კარგი მმათველობა და ა.შ.
 
 
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მიმდინარე წლის მარტში ქვეყნებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოსა და ფიჯის ყველა კატეგორიის პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფიჯის პრემიერი საქართველოში მიიწვია. ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას განათლების სფეროში, რომლის შედეგადაც ფიჯელი სტუდენტები უმაღლეს განათლებას იღებენ საქართველოში.
 
საუბარი შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ამ მხრივ ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგში არსებით მნიშვნელობას, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას “თანამშრომლობა საქართველოსთან” რომელიც ჰუმანიტარული ხასიათისაა და ასახავს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს რაგბიში ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი შემდეგები და წარმატება უსურვეს ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებს  მიმდინარე წელს ფიჯიში დაგეგმილ შერკინებაში.