2018 წლის 26-30 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის ხელმძღვანელობით, ავსტრალიის ქალაქებში, კანბერასა და მელბურნში სამუშაო ვიზიტი განახორციელა.
საქართველოს დელეგაციას ავსტრალიის განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ავსტრალიის განათლებისა და გადამზადების დეპარტამენტის და ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიის (ACT) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელებმა ასევე, სკოლების ხელმძღვანელთა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებმა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ვიქტორიის შტატის (VIC) განათლებისა და ტრეინინგის დეპარტამენტში და ქ. მელბურნში არსებულ ავსტრალიის სწავლებისა და სკოლების ხელმძღვანელთა ინსტიტუტში. დელეგაციამ მოინახულა ქ. კანბერისა და ქ. მელბურნის საჯარო სკოლები.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის მიზანს სკოლების მართვის, მასწავლებელთა განვითარებისა და სწავლების პროცესში ავსტრალიური გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.