2018 წლის 8 ნოემბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ავსტრალიის ფილმისა და ხმის ეროვნულ არქივში, ქართული ფილმის „მძევლები“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების, კულტურის, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ასევე ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
ფილმის დაწყებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი ისტორიულ სწრაფვასა და საბჭოთა რეპრესიული რეჟიმის მძიმე შედეგებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე, სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.