დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ავსტრალიაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games Sydney 2018) მჯდომარე ფრენბურთის ორგზის ჩემპიონი გახდა. 23 ოქტომბერს, ქართველ სამხედროთა გუნდმა, ფინალურ მატჩში 2:0 გაერთიანებული სამეფოს გუნდი დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა. ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორმა, პიტერ ქოსგროუმ გადასცა.
ქ. სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშები“, რომელიც პრინც ჰარის პარტონაჟით იმართება, 27 ოქტომბერს დასრულდება. თამაშების ფარგლებში, 15 ქართველი სამხედრო სპორტის 7 სახეობაში იღებს მონაწილეობას.