საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

26.09.2018 ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ვანუატუს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან რალფ რეგენვანუსთან.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ვანუატუს შორის ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვანუატუს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისთვის, რომლის საფუძველზეც  ვანუატუმ 2013 წელს უკან გაიწვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს  თანამშრომლობას წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების კარგი პრაქტიკა. დავით ზალკალიანმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს ვანუატუს საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოში.