საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

2018 წლის 29 მაისს, კანბერის პრესტიჟულ „ჰელენიკ კლუბში“, საქართველოს საელჩომ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მას-მედიის, ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და ქართველი თანამემამულეები. მიღებას, ასევე, დაესწრო საქართველოს საპატიო კონსული ავსტრალიაში (ქ. მელბურნი, ვიქტორიის შტატი), პიტერ მაკმალენი.

 

ღონისძიებაზე მისალოცი სადღეგრძელოები წარმოთქვეს საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსმა, ლინდალ საქსმა. სტუმრებს სიტყვით მიმართა გიორგი დოლიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე. ელჩმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველო-ავსტრალიის მჭიდრო ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და მადლობა გადაუხადა ავსტრალიურ მხარეს საქართველოს  გამორჩეული მხარდაჭერისთვის.


ღონისძიება  ქართული მრავალხმიანი სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა. ქართული ხალხური  სიმღერები სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწვეულმა  ქართველებისა და ავსტრალიელებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა ანსამბლმა - „მელბურნის ქართული გუნდი“ შეასრულა. მიღების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ქართული ანბანის ამსახველი ფოტო-გამოფენები.

 

საზეიმო მიღებაზე, სტუმრებს, ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდნენ.