საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავსტრალიური ღვინის მწარმოებელი კომპანიები დააჯილდოვა

2018 წლის 18 მაისს, ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კანბერაში საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავსტრალიური ღვინის მწარმოებელი კომპანიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ელჩმა, გიორგი დოლიძემ, საზეიმო ვითარებაში, ჯილდოები გადასცა კონკურსში გამარჯვებული შვიდი ავსტრალიური კომპანიის წარმომადგენლებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, ბიზნეს და მედია წრეების წარმომადგენლები. ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, სტუმრებისთვის დასაგემოვნებლად წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის, მათ შორის ქვევრის ღვინის, სხვადასხვა სახეობა.

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი, გამომცემლობა „Hvino News“-ის ორგანიზებითა და ავსტრალიის თანამეგობრობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოების პატრონაჟით, 2017 წელს ჩატარდა ქ. თბილისში. კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, თოთხმეტმა  ავსტრალიურმა და ერთმა ახალზელანდიურმა კომპანიამ მიიღო. კონკურსის შედეგები ცნობილი 2018 წლის თებერვალში გახდა, რომლის მიხედვითაცირითადი პრიზები სწორედ ავსტრალიელ მწარმოებლებს ერგოთ.