საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

მოხარული ვარ, რომ დაინტერესდით ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდით. იმედი გვაქვს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ მოიპოვოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებზე. ჩვენი საელჩოს ვებ-გვერდი მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ავსტრალიასთან საქართველოს ურთიერთობებზე.

დღეისათვის ორივე ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრია.

საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში გაიხსნა 2011 წელს.

მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, საქართველოს და ავსტრალიას ურთიერთობების გაღრმავების კარგი პოტენციალი გააჩნიათ. ამის დასტურია ჩვენი თანამშრომლობა ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში. გარდა აღნიშნულისა, საკმაოდ კარგი დასაწყისი ჰქონდა თანამშრომლობას ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის. 2012 წელს ავსტრალიის პარლამენტში ჩამოყალიბდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. 2011-2012 წლებში გაიცვალა მაღალი დონის ვიზიტები.

საქართველოს დიპლომატიური მისიის გახსნა ავსტრალიაში ნათლად მეტყველებს ჩვენს განზრახვაზე - მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული როგორც ავსტრალიის, ასევე წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართულებით.

ბოლო პერიოდში საქართველოში გატარებული ეკონომიკური, სამართლებრივი და დემოკრატიული რეფორმები გვაძლევს იმედს, რომ საქართველო მალე მიაღწევს სასურველ მიზანსევროპის კავშირში გაწევრიანებას.ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ნატოში გაწევრიანება, რაც ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი განვითარების გარანტიაა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდით მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენთვის; მზად ვართ მივიღოთ თქვენი წინადადებები ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით.